39 გოლი ერთ წელიწადში! ეს გახლავთ პრემიერლიგის ახალი რეკორდი, რომელიც “ტოტენჰემ ჰოთსპურის” 24 თავდამსხმელმა ჰარი კეინმა დაამყარა. საამისოდ მან “უემბლიზე” “საუთჰემპტონის” კარში სამი გოლი გაიტანა. შეხვედრა დასრულდა 5:2 “სფურზის” სასარგებლოდ.

წინა რეკორდი, 36 გოლი, ალან შირერს ეკუთვნოდა. შირერმა ის 1995 წელს დაამყარა, როდესაც “ბლექბერნში” თამაშობდა. მან კეინს წარმატება “ტვიტერით” მიულოცა: “შენ ბრწყინვალე 2017 წელი გქონდა. ამიერიდან დამსახურებულად ფლობ წლის საუკეთესო ბომბარდირის სახელს. ყოჩაღ, ასე გაგეგრძელებინოს”!

მეორე გოლით, რომელიც ინგლისელმა ფორვარდმა პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა, მან ბარსელონელ ლეო მესის გადაუსწრო და გახდა ევროპის ხუთი ტოპ-ლიგის წლის საუკეთესო ბომბარდირი.