რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ვიტალი მუტკო, რომელიც დაბადებით ვიქტორ მუტკო ყოფილა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. მოგეხსენებათ, 5 დეკემბერს მას საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სამუდამოდ აუკრძალა ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება ნებისმიერ რანგში. მიზეზი: დოპინგ-მაქინაციები.
მუტკომ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაცია შეიტანა.
“სანამ საქმე წარმოებაშია, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადავდგები”, — თქვა მან.
გაისად რუსეთი ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მუტკო შეჯიბრების საორგანიზაციო კომიტეტის კურატორია, თუმცა შესაძლოა ამ თანამდებობიდანაც გადადგეს.

![დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Khvicha-Kvaratskhelia-1-218x150.jpg)



