შაბათს „ბორნმუთთან“ 4:0 მოგებულ მატჩში სერხიო აგერომ დუბლი შეასრულა და  „ეტიჰადზე“ გატანილი მე-100 და 101-ე გოლები იზეიმა. მარადონას ყოფილი სიძე „სიტიში“ 2011 წლიდანაა და პრემიერლიგის 195  შეხვედრაში 134  გაიტანა,  ყველა ტურნირში კი 273 მატჩში 184 გოლი მოაგროვა.

2017 წლის 1 იანვრიდან „სიტის“ 101 გოლი აქვს გატანილი და „ლივერპულის“ 1982  წლის შედეგის (106 გოლი კალენდარულ წელში) გამეორება ან გაუმჯობესებაც შუძლია თუ მომდევნო ორ ტურში 5-6 გოლსაც მიამატებს.

გვარდიოლას რეკორდმჭრელი გუნდი – ჩემპიონატში მიჯრით 17 მატჩის მომგები – 27 დეკემბერს „ნიუკასლს“ ესტუმრება, 31-ში კი „კრისტალ პალასს“.

გუარდიოლა და აგერო – შედეგი სახეზეა