„ლილის“ მწვრთნელი 51 წლის კრისტოფ გალტიე გახდა. ამავე კლუბის ყოფილმა ( 1987-1990 ) ფეხბურთელმა ცხრილში ჩაკარგული გუნდი ჩაიბარა და გავარდნას უნდა გადაარჩინოს. „ლილს“ ივნისიდან მარსელო ბიელსა – მეტსახელად „გიჟი“ – თავკაცობდა, მაგრამ 19 მატჩში 19 ქულაზე მეტი ვერ მოაგროვა და 15 დეკემბერს დაითხოვეს.

ბიელსა დროებით შეცვალა ოლივიე დალოლიომ და ორ მატჩში გაუძღვა გუნდს, თუმცა ვერც მან გააკვირვა კლუბის პატრონი და არჩევანი კრისტოფ გალტიეზე შეჩერდა, რომელიც მანამდე 8 წლის განმავლობაში „სენტ ეტიენის“ მწვრთნელი იყო და გასულ ზაფხულს დატოვა კლუბი.
გალტიეს დებიუტი 6 იანვარს საფრანგეთის თასზე სტუმრად „ლე მანთან“ ექნება.

კრისტოფ გალტიე