ჰარი კეინმა ალან შირერის რეკორდი გაიმეორა — 36 პრემიერლიგური გოლი კალენდარულ წელიწადში. “ტოტენჰემს” 2017 წელს კიდევ ერთი თამაში რჩება. ლონდონელები “ბოქსინგ დეიზე” ანუ 26 დეკემბერს “საუთჰემპტონს” მასპინძლობენ. შესაბამისად, რეკორდი შეიძლება დაემხოს კიდეც.

შირერმა, რომელიც დღეს 47 წლისაა, 36 გოლი 1995-ში გაიტანა. ფორვარდი მაშინ “ბლექბერნში” თამაშობდა. რეკორდი 22 წლის განმავლობაში ხელუხლებელი იყო.

ლინეკერმა კეინის ჰეთ-თრიკს მომღიმარი შირერის ფოტო მიუძღვნა

ეფექტური გახლდათ, რომ კეინი შირერის შედეგს ჰეთ-თრიკით დაეწია — “სფურზმა” სტუმრად 3:0 მოუგო “ბარნლის” და სამივე გოლი 24 წლის ტოტენჰემელმა შეაგდო. მან გადაასწრო “არსენალის” ისეთ ლეგენდარულ თავდამსხმელებს, როგორებიც იყვნენ ტიერი ანრი და რობინ ვან პერსი. რაც შეეხება მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა სიას, მას კეინთან ერთად 15 გოლით ლივერპულელი მოჰამედ სალაჰი ლიდერობს.

ალან შირერმა “ტვიტერით” მიულოცა ახალგაზრდა კოლეგას წარმატება — 36 ხელაღმართული ემოჯი-ქალი ჩამოამწკრივა, ჰარი ლინეკერმა კი თავისებურად გამოხატა დამოკიდებულება: სოციალურ ქსელში მომღიმარი შირერის ფოტო გამოფინა და მიაწერა — ესეც ალის სურათი, სადაც ის თვალთმაქცობს, ვითომ კეინის წარმატება ძალიან გაეხარდაო.

 

 

წილი
წინა სტატიამისია შეუძლებელია
შემდეგი სტატიაზიდან, ჩამოეცალე გზიდან!
გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.