„რეალთან“ მადრიდში 3:0 მოგება საკმარისზე მეტი მიზეზია 5 300 ევროს ღირებულების ღვინის ჩასაცეცხლად, რაც ჩაიდინა კიდეც შაკირას ქმარმა ჟერარ პიკემ ნამატჩევს და გამოლოკილი ბოთლების ფოტო ინსტაგრამში გამოფინა.
ღვინის მცოდნეებმა არ დაიზარეს და პიკეს ღვინოების ფასები დაადგინეს. მაშ ასე, სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ დგანან:
- „შატო ლატური“ – 1495 ევრო
- „ლა რომანე“ – 3360
- „ვეგა სიცილია“ – 479,34 ევრო
ხაშის სურათი, სავარაუდოდ, მოგვიანებით დაიდება.