კატალონიურ პრესაში ალიაქოთი ატყდა: ესპანეთის პოლიციაში პეპ გვარდიოლას წინააღმდეგ საქმე აღძრესო. მიზეზი ოქტომბრის ცნობილი, უნებართვო რეფერენდუმის დროს წამქეზებლობა და მოჯანყეობა ყოფილა. შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმზე მისულმა მოსახლეობამ ხმა კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფას მისცა, მაგრამ კატალონიაში კიდევ ბევრი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც გამოყოფა არ უნდა.

გვარდიოლას პოლიტიკური შეხედულება ცნობილია, ის გამოყოფის მომხრეა. ამასწინათ, კატალონიის მთავრობის რვა წევრის დაკავებას “მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა შემაშინებელი უწოდა. ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა ბოსმა თქვა, მალე შეიძლება უბრალოდ აზრის გამოხატვის გამო დაგვიჭირონო.

გვარდიოლამ კატალონიისა და ესპანეთის ლიდერებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა და ახალი, ლეგალური რეფერენდუმის დანიშვნისაკენ მოუწოდა.

საინტერესოა, წერილები “ბარსელონას” ყოფილი, ახალგაზრდობაშივე ლეგენდარული თავკაცის წინააღმდეგ მადრიდში საქმის აღძვრის შესახებ შაბათის “ელ კლასიკოს” შემდეგაც თუ გამოქვეყნდება.

გვარდიოლა ლიდერთა მხარდამხარ