Gwak(KOR)-Gviniashvili(GEO)-90kg FINAL Masters 2017

ბექა ღვინიაშვილის გამარჯვება მასტერსის ფინალში

Posted by Georgian Judo Federation – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია on Sunday, 17 December 2017

 

სანკტ პეტერბურგის მასტერსზე ძიუდოს სამყარო ქართველი ვაჟების სრული ტრიუმფის მოწმე გახდა. მასტერსი, რომელიც ყოველი წლის ბოლოს თითოეულ წონით კატეგორიაში მსოფლიოს 16 საუკეთესო ძუიდოისტს შორის იმართება, ჩვენებიდან აქამდე მხოლოდ ადამ ოქრუაშვილსა და ბექა ღვინიაშვილს მოეგოთ. ახლა კი 90 წონით კატეგორიაში იმავე ბექა ღვინიაშვილმა იმარჯვა, 100 კილოგრამში ოქროს ვარლამ ლიპარტელიანი დაეუფლა, სარეკორდო სვლა კი მძიმე წონაში გურამ თუშიშვილისგან ბრაზილიელი მოურას იპონზე გდებით დასრულდა…

სხვათა შორის, ძიუდოს ტრფიალ ვლადიმერ პუტინის მშობლიურ ქალაქში ჩვენებმა მხოლოდ ოქროები როდი მიიღეს. საქართველოს ნაკრების ყულაბას 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვერცხლი ლაშა შავდათუაშვილმა შემატა, ხოლო 66-ში ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში (ქალ-ვაჟები) საქართველო მხოლოდ იაპონელებს ჩამორჩა, მესამე კი მასპინძელ რუსებს დარჩათ.

გურამ თუშიშვილი
ვარლამ ლიპარტელიანი
ბექა ღვინიაშვილი
წილი
წინა სტატიაიქ, სადაც რაგბი რელიგიაა
შემდეგი სტატიადიდი კაცი
ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.