პარიზში, მეთექვსმეტე რაიონში, რომელიც ზეპური საზოგადოების საცხოვრებელი ადგილია, “პარი სენ ჟერმენის” ესპანელი მწვრთნელის უნაი ემერის ბინა გაქურდეს. ეს ამბავი დილას მოხდა, როდესაც ემერი სტრასბურგში იყო, ლიგის თასის მატჩზე.

“მარკას” ინფორმაციით, მწვრთნელის მეუღლემ აღმოაჩინა, რომ სხვა ნივთებთან ერთად მოპარულია ნეიმარის ორი მაისური და ტრანსფერებთან დაკავშირებული დოკუმენტები.

პირველი შეფასებით, ემერების სახლიდან გატანილი ნივთები 20 ათასი ევროს ღირებულებისაა. მათ შორისაა “როლექსის” საათი და “შანელის” ორი ჩანთა.

პარიზში გამომავალი ჟურნალი Le Point წერს, რომ სახლთან და სავარაუდოდ სახლშიც მრავლადაა სათვალთვალო ვიდეოკამერები, რომელთა ჩანაწერებს პოლიცია სწავლობს.