უილტ ჩემბერლენი

NBA-ში სულ ოთხი ვარსკვლავია, ვისაც თამაშის განზრახ „ჩაშვებაში“ საჯაროდ დასდეს ბრალი.

ელვინ ჰეისი – ისე ნატრობდა მწვრთნელის პოსტიდან ჯეკ მაკმეჰონის გაშვებას, გადამწყვეტ შეხვედრაში ზედიზედ სამჯერ „ვერ დაიჭირა“ ბურთი.

უილტ ჩემბერლენი – 1969 წლის ფინალის მე-7 მატჩში მისი „ტრავმა“ და მარცხის შემდეგ კონფლიქტი საუკეთესო მეგობარ ბილ რასელთან…

კობი ბრაიანტი – „ფინიქსთან“ ფინალში აშკარა პასიურობა და ნამატჩევს TNT-ს ეთერში ჩარლზ ბარკლისთან სიტყვიერი ხანჯლაობა…

და ლებრონ ჯეიმსი…

2010 წლის ფინალში, სერიის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე შეწყვიტა ბრძოლა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო მე-6 შეხვედრისას გახდა. შედეგად ლებრონმა „კავალიერსი“ დატოვა. პირველი სამისთვის ეს თუ მხოლოდ დაღი იყო კარიერაში, ლებრონი ერთგვარ საკალათბურთო ჩე გევარად იქცა. სხვა დანარჩენების პრობლემა პირადული და გუნდური ინტერესების ჯახი იყო, მაგრამ არა ლებრონისთვის…

მიუხედავად სრულყოფილი ათლეტური მონაცემებისა და საკალათბურთო ინტელექტისა, ლებრონმა საკუთარ თავში ბრწყინვალე ორგანიზატორი აღმოაჩინა – გეტოში გაზრდილი ბიჭი მიხვდა, რომ წარმატება მხოლოდ პირად მონაცემებს არ მოაქვს.

ორი ლეგენდა: მაიკლ ჯორდანი და ლებრონ ჯეიმსი

ლებრონმა დაიწყო მწვრთნელის და გუნდის შემადგენლობის კარნახი, რითაც კალათბურთელებსა და მაყურებლებს შორის შუამავალი ფულიანი ბიძიები, ფაქტობრივად, თამაშგარედ დატოვა.

ლებრონი NBA-ში 90-მილიონიანი სარეკლამო კონტრაქტით მივიდა და მაშინვე მეფობაც უწინასწარმეტყველეს, მაგრამ რევოლუციას არავინ ელოდა. მან წინა თაობებს რომ კისერზე ედგათ, ის უღელი ახსნა დღევანდელ ვარსკვლავებს.

მაიკლ ჯორდანს ტიტულებით ვერ გაუტოლდა და ალბათ, არც გამოუვა, მაგრამ უკვე 10 წელია, NBA-ში ლებრონის ზეობის ეპოქაა. ეს კი თვით ჯორდანსაც ვერ მოუხერხებია. ლებრონი თუ მაიკლი?! გემოვნების ამბავია, თუმცა ჯორდანთან შეტოლებაც უკვე ძვირად ფასობს.

ლებრონ ჯეიმსი
წილი
წინა სტატიაახალგაზრდები ცეცაძეს დაუთმეს
შემდეგი სტატიაბინდისფერია სოფელი…
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".