სამხრეკორეულ პიონგჩანში 9 თებერვალს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება.ორგანიზატორების პროგნოზით, ამ დღეს ტემპერატურა – 14 გრადუსი იქნება, რაც აქამომდელ ზამთრის თამაშებს შორის ანტირეკორდია – მანამდე ლილეჰამერი „ლიდერობდა“ – 11 გრადუსით. ჰოდა ფიქრობენ: ჯერ თქვეს, მაყურებელი რომ არ გავყინოთ, შესვლის პროცედურა გავამარტივოთო… მერე თქვეს, ქარისგან დამცავი ფარები დავაყენოთ სტადიონის ტრიბუნებზეო… ბოლოს: მაყურებლები გახსნის ცერემონიალში ჩავრთოთ, იმოძრავებენ და არ გაიყინებიანო… ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ორგკომიტეტმა დროის და ფულის ეკონომიის მიზნით, უსახურავო სტადიონი ააშენა. აფსუს! – 20 გრადუსშიც გვიყურებია ფეხბურთი და გამყინვარების საწინააღმდეგო უკრაინული საშუალება არამხოლოდ გვშველოდა, გვახალისებდა კიდეც.