„ვილიარეალთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესის „ბარსელონას“ მაისურით თურმე უკვე 525-ე გოლი გაუტანია. ერთი კლუბის რიგებში გატანილი გოლებით არგენტინელი ლეგენდარულ ბავარიელ გერდ მიულერს გაუსწორდა და ეჭვი მაქვს, ჰერ გერდი მალე მდევრის როლში დარჩება. მიულერს საამდენგოლოდ 14 წელი დასჭირვებია და მორცხვმა არგენტინელმა 13 იკმარა. მათზე წინ ორად-ორი კაცია. პირველი არც მკითხოთ. პელემ „სანტოსის“ ფანობა 643-ჯერ აღაფრთოვანა! აი, მეორე კი სიურპრიზია: პრაღის „სლავიას“ ფორვარდ იოზეფ ბიცანს ერთი მაისურით 534-ჯერ გაუტანია…

ლეო უფრო დახვეწილ ფლეიტისტს მაგონებს პორტუგალიელ მატადორთან შედარებისას, მაგრამ ყველა მისი სონატა გენიალურია! მალე ჩეხი უკან დარჩება. წინ მხოლოდ პელე იქნება! არადა, სულ „რეალისტი“ ვიყავი…

 

იოზეფ ბიცანი
გერდ მიულერი
წილი
წინა სტატიამამა, პირველი ხომ რაფაა?
შემდეგი სტატიაგურჯაანი, განჯა… ანთალია
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".