შვეიცარიაში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს და მამაკაცთა შორის ტიტული მეუთვალავჯერ ერგო 36 წლის როჯერ ფედერერს, ვინაც წელს ორი „დიდი მუზარადი“ მოინადირა.
კარიერის მანძილზე „მხიარულ როჯერს“ 19 „მუზარადი“ მოჰგროვებია და უფრო მეტი „მასტერსის“ ტიტული, მაგრამ უპრინციპულეს მეტოქესთან, 31 წლის რაფაელ ნადალთან ანგარიშში 15:23 მარცხდება. ეს იმის მიუხედავად, რომ წელს როჯერმა ოთხიდან ოთხჯერვე მიჩოგნა.
ეტყობა, ამიტომაც იყო, როცა შვილებმა მამამისის მორიგი ტიტულის შესახებ შეიტყვეს, გაოცებულებმა ჰკითხეს:
– მამა, პირველი ხომ რაფაა?!
ამის შესახებ დუბაიში მოსამზადებლად მყოფმა როჯერმა მოუთხრო ჩოგნაობის გურმანებს.