საქართველოს ნაკრები უახლოეს ამხანაგურ მატჩს 2 თებერვალს, ანთალიაში, აზერბაიჯანთან გამართავს.

ჩვენები მეზობლებს აქამდე 6-ჯერ გაჯიბრებიან და ექვსივეჯერ ამხანაგურად. საქართველომ ორჯერ მოიგო, ორჯერ ფრედ ითამაშა და ორჯერ წააგო. საქართველოს აზერბაიჯანი თბილისში  ეროვნული გუნდების დონეზე არასდროს მიუღია – ერთი შეხვედრა გურჯაანში შედგა, მეორე – ქუთაისში. კახეთში ჩვენებმა 6:3 მოიგეს, იმერეთში – 1:0. ამათი კიდევ ორი შეხვედრა განჯაში შედგა და ორიც ბაქოში. განჯაში ჩატარებული ორივე მატჩი ჩვენებმა 0:1 დათმეს, ბაქოს მატჩები კი ფრედ მორჩა.

შეგახსენებთ, ორივე გუნდი ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება, რომლის წილისყრაც 24 იანვარს შედგება.