საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა (2008-09) არგენტინელმა ექტორ რაულ კუპერმა, რომელიც ორი წელიწადია ეგვიპტის ნაკრებს უდგას სათავეში, “მარკას” ინფორმაციით, განაცხადა, რომ მან დანამდვილებით იცის: მადრიდის “რეალი” “ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის ყიდვას ცდილობს.
“დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ “რეალს” სალაჰის შეძენა უნდა. არადა ჩემი აზრით, მოჰამედი დღეს “ლივერპულში” ბრწყინვალედ გრძნობს თავს. ის შესანიშნავ გარემოშია”, — თქვა კუპერმა, რომელიც თავის დროზე საქართველოდან იმიტომ გაუშვეს, რომ გუნდს ერთი თამაშიც ვერ მოაგებინა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ლა ლიგის მეორე გოლიათს, “ბარსელონას”, ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიუს ყიდვა უნდა, “ლივერპული” ესპანური აგრესიის წინაშეა.
