რუსეთის სპორტში დოპინგის გამო გახურებული სკანდალი მთავრობის ჰალსტუხიანებსაც მისწვდა. რუსეთის ვიცე-პრემიერს და საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ვიტალი მუტკოს ხელი დაადეს – პირადად ითხოვდა ერთი უკრაინელი სპორტსმენის შარდში დოპინგის გარევასო, თქვა გრიგორი რადჩენკოვმის ვექილმა ჯიმ უოლდენმა.
შეგახსენებთ, რომ რადჩენკოვი იყო მოსკოვის ანტი-სადოპონგო ცენტრის უსტაბაში. 2015 წელს დოპინგ სკანდალის აგორების შემდეგ აშშ-ში გადაიხვეწა, დღემდე იქ იმალება და ოკეანის გაღმიდან პერიოდულად ისვრის ქვებს რუსეთის ბოსტანში.
„სოჭის ოლიმპიადის დაწყებამდე ოლიმპიურ სოფელში ვიტალი მუტკო (იმ დროს სპორტის მინისტრი ) რადჩენკოვთან მივიდა და სამჯერ დაჟინებით მოსთხოვა უკრაინელი სპორტსმენის შარდში დოპინგის გარევა, რათა უკრაინელი კონკურენტი რუსისთვის ჩამოეშორებინათ, მაგრამ რადჩენკოვმა იუარა“ – განაცხადა ჯიმ უოდლენმა „დეილი მეილთან“.
უოლდენი და მისი კლიენტი არ ამხელენ, რომელ სპორტსმენებზეა საუბარი.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რუსეთი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე სამხრეთ კორეაში შეიძლება არ დაუშვან. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამის თაობაზე გადაწყვეტილებას 5 დეკემბერს ლოზანაში მიიღებს.