წარმოგიდგენიათ, რომის პაპი ვატიკანში „ლამბორგინით“ რომ დაჰქროდეს? დიდი პატივი იქნებოდა „ლამბორგინისთვისაც“, მაგრამ გამორიცხული ამბავია.
ერთ-ერთი უძვირესი მარკის ოთხთვალა რომის პაპს გასულ კვირაში აჩუქეს. ვატიკანის დროშის ფერებით მოხატული „ლამბორგინი ურაკანი“ პაპმა ავტოგრაფითაც კიდევ უფრო გააძვირა და გადაწყდა, რომ მომავალ გაზაფხულზე აუქციონზე გაიყიდება, ხოლო შემოსავალი საველმოქმედო ფონდებში წავა.
ლათინოამერკულმა მედიამ „ლამბორგინის“ გაყიდვას საფეხბურთო მიზეზი მოუძებნა. პაპი არგენტინელია და „სან ლორენსოს“ ქომაგია, ხოლო „ურაკანი“ „სან ლორენსოს“ უდიდესი მოქიშპე. სწორედ ამიტომაც ყიდის პაპი „ლამბორგინი ურაკანს“, თორემ დაიტოვებდაო, იხუმრეს ლათინოსებმა.