ავადმყოფობა უფრო ძლიერი გამოდგა – 49 წლის ასაკში ჩეხი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი იანა ნოვოტნა გარდაიცვალა. სპორტსმენი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა. ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის საიტზე წერია, რომ ნოვოტნა ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ასოციაციის პრეზიდენტმა სტივ საიმონმა კი დაწერა, რომ იანა ნოვოტნა სამაგალითო იყო კორტზეც და მის მიღმაც.
იანა ნოვოტნას ანგარიშზე სამი ოლიმპიური მედალია, 1998 წელს კი ერთეულთა თანრიგში ის უიმბლდინის გამარჯვებული გახდა. წყვილებში მას დიდი სლემის 12 ტიტული ჰქონდა მოგებული.