პენალტის გამო კავანის და ნეიმარს შორის დაწყებული არა სასიყვარულო ისტორია 200 მილიონი ევროს გამარჯვებით დასრულდა. ამიერიდან პენალტებს ბრაზილიელი შეასრულებს – ასე გადაწყვიტა მწვრთნელმა უნაი ემერიმ, ან ვინმემ უფრო ზემოთ და ემერის დააბრალეს. 200 მილიონი ნეიმარში გაისროლეს და ხალხმა კავანის პენალტებს უყუროს ?
ორი თვის წინ „ლიონთან“ კავანიმ და ნეიმარმა ბურთი ვერ გაიყვეს თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად და ამის შემდეგ დაიწყო ორთაშუა პირადი შუღლი.
შაბათს „ნანტთან“ მოგებული ( 4:1 ) მატჩის შემდეგ ედინსონ კავანიმ თქვა: „ამიერიდან პენალტებს ნეიმარი დაარტყამს. ყოჩაღი ბიჭია, გუნდში ბრაზილიელი მეგობრებიც ჰყავს და სირთულეებსაც კარგად უმკლავდება. არაა აუცილებელი, რომ მეგობრები ვიყოთ, უამისოდაც ვუგებთ ერთმანეთს მოედანზე“.
„ნანტთან“ მატჩში კავანიმ 200 მილიონს 2:0 მოუგო.
