რამდენიმე წელიწადში ლონდონის „ჩელსის“ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული სტადიონი ექნება. ვარაუდობენ, რომ მშენებლობა დაახლოებით 1 მილიარდი გირვანქა დაჯდება.

თავიდან კლუბის მფლობელი, რომან აბრამოვიჩი პროექტში 500 მილიონის დახრჯვას აპირებდა, თუმცა ჩინელ პარტნიორებთან მოლაპარაკების შემდეგ, სტადიონის კიდევ უფრო გაზრდა და თანხის გაორმაგება გადაწყდა. სავარაუდოდ, ჩინელები 500 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებენ. ახლა „სტემფორდ ბრიჯი“ 41 631  მაყურებელს იტევს, ახალი – 60 ათასს დაიტევს.

თუმცა ეს გაორმაგება მხოლოდ მშენებლობასთან არ არის დაკავშირებული. მაგალითად, ინგლისური „სანი“ წერს, რომ დაგეგმვისას „ჩელსიმ“ დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან მშენებლობა 5-6 წელიწადზეა გათვლილი და დროის ამ მონაკვეთში, იმის გარდა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა, ხარჯებს სავალუტო კურსის ცვლილებაც ზრდისო.

აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წელს იყიდა და ამ ხნის განმავლობაში ლონდონურ  კლუბს დაახლოებით 1 მილიარდი გირვანქა დაახარჯა.

ახალ სტადიონზე „არისტოკრატები“ 2024 წლისთვის გადაბარგდებიან. მანამდე  „ყველაზე ძვირფასი“ „უემბლია“, შემდეგ „ტოტენჰემის“ მშენებარე სტადიონი (800 მილიონი). მსოფლიო მასშტაბით კი „მილიარდერი“ სტადიონები სან ფრანცისკოში, დალასში, მონრეალში, ნიუ იორკსა და ატლანტაში ჰქონიათ.

უემბლი
მონრეალის ოლიმპიური სტადიონი
ატლანტა იუნაიტედის ახალი არენა
წილი
წინა სტატიადიდი მეათე ნომერი
შემდეგი სტატიაპეპე, არშემდგარი ტაქსისტი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.