უყურე ბრაზილია – არგენტინას?
- უცნაური ხალხია.
- რატომ?
- აბა, რატომ უნდა ითამაშო ფეხბურთი დილის რვა საათზე?
- ე, ეგ ეგრე გამოვიდა. იქ რომ ღამეა, აქ დილაა, ამდენი არ იცი?
- მაგდენი როგორ არ ვიცი, მაგრამ ამ ბრაზილიელებს ტვინი არა აქვთ და…
- ბრაზილიელებს? ჰმ…
- ჰო, ბრაზილიელებს. ვეღარ გაიგეს, რომ არგენტინელებს არ უნდა ეთამაშონ?
- აბა ვის უნდა ეთამაშონ?
- ავსტრალიას. ჰა, ჰა, საუდებს.
- და პელე რომ ჰყავდეთ, მაინც მოუგებს არგენტინა?
- კიდევ კარგი, არა ჰყავთ.
- ეს ვინა ყოფილა. რატომ?
- პელე რომ ჰყავდეთ, ხომ მთლად სირცხვილით დაიწყვებოდნენ.
- რატომ? პელემ თამაში არ იცის?
- „პელე“ მე ყავა ვიცი და ისიც კაი ბითურული ყავაა.
- ხედავთ რაებს ბედავს?
- რაებს ვბედავ? კარგი ყავაა?
- ყავა რა შუაშია, პელეზეა ლაპარაკი.
- და „პელე“ ყავა არ არის?
- პელე ფეხბურთის მეფეა. არ იცი?
- ააა. იმ კაცზე ამბობ?
- პელე „ის კაცია“?
- არა, არა. პელე ის კაცი არ არის. ნამდვილად არ არის ის კაცი.
- აბა, ვინ არის?
- რა ვიცი, ვინ არის თვითონაც არ იცის.
- ეგ როგორ?
- როგორ და ამბობს დღესაც ყველაზე მაგარი ვარ ფეხბურთშიო.
- მერე?
- რაღა მერე, ყავაა და ამბობს ფეხბურთში ვარ მაგარიო. სად ყავა და სად ფეხბურთი.
- ესე იგი, მარადონისტი ყოფილხარ. მარადონამ კიდევ ეფედრინი დალია.
- შენ გინდა თქვა, რომ ყავის სმა შეიძლება და ეფედრინის არა?
- თუ აკრძალულია…
- თუ ძმა ხარ. რაც აველანჟს ეფედრინი დაულევია, ვინ დათვალა?
- და აველანჟი ხომ არ თამაშობს ფეხბურთს?
- ნეტავ ეთამაშა. ახლა ვეტერანი იქნებოდა. გავაცილებდით.
- მაინც ხომ მიდის?
- არ მჯერა.
- რატომ?
- პელემაც თქვა წავედი, მარადონამაც თქვა, წავედიო და არც ერთი არ წასულა.
- პელე წავიდა. ხომ გააცილეს?
- ეგ არ მაინტერესებს. მე შენ გეკითხები, რატომ ეთამაშებიან ბრაზილიელები არგენტინელებს?
- არ ვიცი.
- მე კიდევ ვიცი. იმიტომ ეთამაშებიან, რომ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნონ, „პელე“ არის ყავა და…
- და მარადონა ეფედრინი?
- არა, აველანჟი არის ეფედრინი.
- და გაზა?
- რა შუაშია აქ გაზა…
- პელე თუ ყავაა და მარადონა თუ ეფედრინი, გაზა რაღა გამოდის?
- გაზა ხომ გადმოვარდა.
- საიდან?
- აივნიდან, ბავშვობაში. თავით დაეცა.
- მერე?
- მერე გაიცინა.
- ამით რისი თქმა გინდა?
- იმის, რომ ფეხბურთი ყავა არ არის.
- ისევ ბრაზილიაზე ამბობ?
- მე ვამბობ, რომ სამართალმა ეფედრინი ჭამა, ანუ პასარელამ ბრაზილია ჭამა, ანუ ეფედრინმა აველანჟი ჭამა, ანუ სამართალმა… გაიგე?
02.05.1998