23 დეკემბერს, შაბათ დღეს, თბილისის დროით 16 საათზე, მადრიდში, “ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე” ესპანეთის ჩემპიონატის დიდი მატჩია: “რეალი” — “ბარსელონა”. მართალია, მანამდე ჯერ ხუთი ტურია, მაგრამ შეუძლებელია ფეხბურთელები ამთავითვე არ იქმნიდნენ საბრძოლო განწყობას. მესების ოჯახში, მაგალითად, ლეო და მისი უფროსი ვაჟი ტიაგო PlayStation-ით თამაშობენ. ტიაგოს “ლურჯ-მეწამული” ფორმა აცვია და, შესაბამისად, “ბარსელონაა”, ლეო კი აბა მადრიდელთა თეთრ მაისურას ხომ არ ჩაიცვამდა; შინაურულად არის გამოწყობილი.

ეს ფოტო ინსტაგრამზე თავად ლეომ და მისმა მეუღლემ ანტონელა როკუცომ გამოდეს. ცუდად არის გადაღებული, მაგრამ მონიტორის ეკრანზე ჩანს რომ “ბარსას” 3:1 მოუგია.

Marca-ს ფოტო