სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა აწ უკვე ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესში დაბრუნდა…
– სპორტის სამსახურში ვრჩები. მინისტრობამდე, მინისტრის რანგში და შემდეგაც, ქვეყნის სამსახურში ვიყავი. ჩემთვის სპორტისა და ქვეყნის სიყვარული არის ერთ-ერთი უპირველესი. მინისტრის რანგში მიღებულ გამოცდილებას ქართულ სპორტსა და ქვეყნის აღმშენებლობას ახლა სწორედ ბიზნესიდან მოვახმარ. ვიმედოვნებ, ის რეფორმები რაც ჩემი მინისტრობის პერიოდში დაიწყო, წარმატებით გაგრძელდება, – სამინისტროს დატოვების შემდეგ ეს გახლდათ ტარიელ ხეჩიკაშვილის პირველი კომენტარი.
შეგახსენებთ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად ის 2015 წლის 1 მაისიდან მუშაობდა. სპორტის კომპონენტი ახლა კულტურის სამინისტროს დაემატა და მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება.


![ზურიკოს დუბლით სენტ ეტიენმა ქულა მოიპოვა [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Zuriko-davitashvili-1-218x150.jpg)
![წიტაიშვილმა პსჟ-ს გაუტანა [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Tsitaishvili.jpg)

