ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი სირცხვილი: საქართველოს 19 -წლამადელთა ნაკრებმა ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ევროპის მაჩანჩალათა შორის მაჩანჩალა ანდორას ვერ მოუგო. შეხვედრა 1:1 დამთავრდა.
არადა, ანდორასთან ფრემ გიორგი ყიფიანის გუნდს ელიტ რაუნდში გასვლის შანსი კიდევ დაუტოვა, თუმც საამისოდ ქართველმა ჭაბუკებმა ფრანგები უნდა დაამარცხონ, რაც ანდორასთან ვერმომგები და ბოსნიასთან წაგებული გუნდისგან, სრულიად წარმოუდგენელი ჩანს.
ქართული ფეხბურთი კი ნელ-ნელა უფსკრულში მიექანება… ანდორას, 2007 წლის აქეთ, ერთხელ აქვს ფრედ ნათამაშები ფარერელ თანატოლებთან, მეორედ კი ლიხტენშტაინი ჰყავს დამარცხებული… და მორჩა, ახლა ფარერებისა და ლიხტენშტაინის გზა ჩვენმა ჭაბუკებმა წარმატებით გააგრძელეს.
შეგახსენებთ,, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ქართული ფეხბურთის აღმავლობაზე ლაპარაკობს, ამავდროულად კი ჩვენი 19 წლამდელები ანდორას ვერ უგებენ, ხოლო 21 წლამდელები ფარერებთან აგებენ…
კომენტარი მკითხველისთვის მიგვინდია…
საქართველო (U19) 1:1 ანდორა (U19)
1:0 ნინუა (43პ), 1:1 სამპერი (86)
საქართველო (U-19): გუგეშაშვილი, მალი, ასათიანი (ინჯია 90), ჯინჯოლავა, ხარაბაძე, დარციმელია, ქოჩორაშვილი (ანდრონიკაშვილი 69), დავითაშვილი, ნინუა, ქავთარაძე (ოზბეთელაშვილი 61), კვარაცხელია
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
ანდორა: იკერი, ფუსტერი, კასტილიო (კაბანესი 84), გარსია, ტორესი, ბრიალი, და სილვა (ვალერო 67), სამპერი, რამოსი (ბალეტბო 58), რებელო, ფერნანდესი
მწვრთნელი: ხესუს ლუსენდო
გაფრთხილება: დარციმელია, რამოსი, დარციმელია, და სილვა, ვალერო, ბრიალი, იკერი გაძევება: დარციმელია (45)
მსაჯი: ტიმ მარშალი (ჩრდ. ირლანდია)