საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 8 ნოემბრიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს.
შესარჩევის ჩვენთვის საინტერესო ჯგუფი ბოსნიაში გაიმართება. გიორგი ყიფიანის ნაკრების მეტოქეები, მასპინძელთა გარდა, საფრანგეთი და ანდორა იქნებიან.
ელიტრაუნდში, როგორც ხდება ხოლმე, ორნი გავლენ. ასეთი სულ 13 ჯგუფია და კიდევ ორი საუკეთესო მესამეადგილოსანიც დაემატება.
8 ნოემბერს ბოსნიასთან ვითამაშებთ, 11-ში ანდორასთან, ხოლო 14-ში საფრანგეთთან.
მოკლედ, მასპინძლებთან ვიწყებთ და ჩვენი დროით 16.00 საათზე დაიწყება თამაში ბოსნიის პატარა ქალაქში, ბიელინაში.
ჩვენი გუნდის განაცხადი ასეთია:
>მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ);
მცველები: ნიკოლოზ მალი (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), ლუკა ასათიანი (ვიგრა სუვაკი, პოლონეთი), ჯაბა კასრელიშვილი (ცხინვალი);
ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი), ბექა დარცმელია (დინამო თბ), სანდრო ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ნინუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დინამო თბ), ლევან ბარაბაძე (ცხინვალი), ირაკლი ზარიძე (ვიტ ჯორჯია);
თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ).
ამ ასაკობრივში თამაში შეუძლიათ არაუმეტეს 1999 წლის 1 იანვარში დაბადებულ ფეხბურთელებს.
აქ შეიძლებოდა ყოფილიყო გიორგი ჩაკვეტაძეც, რადგან ასაკი აძლევს საშუალებას, მაგრამ „გენტის“ ნახევარმცველს ტრავმა აქვს, თუმცა
გიორგი ყიფიანს მანიც ჰყავს უმაღლეს ლიგაში ნათამაშევი ჭაბუკები. მაგალითად ბექა ქავთარაძე, გიორგი კუცია და ნიკა ნინუა თბილისის „დინამოს“ ძირითადში ხშირად არიან,„ლოკომოტივში“ კი სანდრო ანდრონიკაშვილი თამაშობს