„ატლეტიკოს“ თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის ძმას დიეგო სიმეონეს ტაქტიკა უკვირს. „დეპორტივოსთან“ მატჩისას თეო გრიზმანის კომენტარები ასეთი იყო: „40 მეტრით აიწევს გუნდი, 80 მეტრით უკან ბრუნდება. ასე მეორდება ერთი და იგივე, არ მესმის რატომ. ანტუანი 6 ნომრად თამაშობს. ასე მგონია, რომ ყოველთვის ერთიდაიგივე მატჩს ვუყურებ და „ატლეტიკოს“ ტაქტიკაში არაფერი იცვლება. ანტუანი უბურთოდ მომენტს ვერ ქმნის და იქნებ უთხრას თანაგუნდელებს?“