სამ მატჩში გოლგაუშვებელი და ზედიზედ სამჯერ მომგები, იუპ ჰაინკესისგან მოსულიერებული „ბაიერნი“, სამ მატჩმოუგებელ „დორტმუნდს“ დღეს ესტუმრება. ბუნდესლიგის მეორე გუნდი პირველს მასპინძლობს. ამ ციფრების სტატისტიკური რახარუხიც საკმარისია საამო ფეხბურთის მოლოდინში ხელების მოსაფშვნეტად.
იუპ ჰაინკესის თავკაცობით „ბაიერნი“ „დორტმუნდს“ ბოლოს 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდა და დაამარცხა. საერთოდ, ჰაინკესს ბუნდესლიგაში 28 მატჩი არ წაუგია. მათ შორის ბოლო ოციდან 19 მოიგო და ერთი ფრეც სწორედ „დორტმუნდისგან“ იწვნია.
ეს მატჩი ბუნდესლიგის 10 გოლიანი ბომბარდირების შეხლაცაა – ობამეიანგი ლევანდოვსკის წინააღმდეგ. „დორტმუნდიდან“ „ბაიერნში“ გადასვლის შემდეგ (2014) ლევანდოვსკიმ ყოფილ გუნდს 12 შეხვედრაში რვაჯერ გაუტანა.
მასპინძელთაგან ტრავმის გამო როისი და პიშჩეკი, ხოლო სტუმრებისგან ნოიერი, რიბერი და კიმიხი ვერ ითამაშებენ.
სავარაუდო შემადგენლობა „კიკერის: ვერსიით:
დორტმუნდი: ბურკი – ბარტრა, სოკრატისი, ტოპრაკი, შმელზერი – კასტრო, ვეიგლი, მ. გიოტცე – იარმოლენკო, აუბამეიანგი, ფილიპი
ბაიერნი: ულრიხი – რაფინია, ჯ. ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა- ხავი მარტინესი, რუდი – რობენი, ტიაგო, კომანი- ლევანდოვსკი