ახალგაზრდა ჟურნალისტებთან ვიკამათე იმ დღეს. კარგ, ნიჭიერ ბიჭებთან, მაგრამ სტადიონზე მხოლოდ ეროვნული ნაკრების ან ევროტურნირების მატჩებზე რომ დადიან…

წელიწადში ხუთჯერ გამოსდით. ზიან კომპიუტერთან და “ბარსაზე” გიჟდებიან… „რეალს“ ფანობენ… „ბაიერნზე“ ეკეტებათ…

ბადრი კეთილაძის ფოტო

მზა სტატისტიკას და კომენტარს როცა გაწვდის ინტერნეტი, ადვილია… შენ წადი, მცხეთის „არმაზზე“ ნოემბერში ან თებერვალში. წვიმაში და ქარში. გორში წადი… ბოლნისში… ზუგდიდში… სამტრედიაში… საკუთარ თავზე მეტად მოედანზე გასული ფეხბურთელები რომ გეცოდება…

მერე ეკამათე ფეხბურთზე ილო ნანობაშვილს… კობა ინასარიძეს… პაატა კვანტალიანს…  დათო ყენიას… ალეკო კაკაურიძეს… ჯემალ ჭიპაშვილს… (ბიჭებო, ვინც გამომრჩით, მაპატიეთ).

„ბარსას“ ფანობას რა უნდა. ანაც „რეალისას“. ანაც „მანიუსი“…

2004 წელს თბილისში „ბრიტიშ ეირვესის“ რეისები გაიხსნა. ღონისძიებას ბრიტანეთის ელჩიც ესწრებოდა. ვკითხე, რომელი გუნდის ფანი ხართ, მეთქი. პასუხად ლონდონურ ან ლივერპულურ გრანდს ველოდი.

„კარლაილიო“… რათა, კაცო, მეთქი? ჩემი მშობლიური ქალაქია და იმიტომო.

“ჩელსი” კი არა, – “კარლაილიო”!

რა ვთქვა, აბა?! ეროვნული ნაკრების მატჩზეც რომ კლიმატის გამო წახვალ ან არ წახვალ და მერე ნეიმრზე ან მბაპეზე მეკამათები, ვერ მოგისმენ.

წამო სტადიონზე!

კომპიუტერულ-სატელევიზიო ფეხბურთი არ გაიშვას. წამო!

წილი
წინა სტატია“რეალს” უჭირს!
შემდეგი სტატიაარგენტინული სპორტის მარადი სურნელი
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".