ტოტალიზატორის ბილეთიც ამოეღო ბარემ  ჯიბიდან,  რომელშიც  ანგარიშის გამოცნობაზე (0:0) ჰქონდა ფსონი,  თუ არა, აბა ეს რა იყო ? ბურთი კარის ხაზს რომ კვეთდა, სწორედ მაშინ  არ დაუსტვინა ?

ლოპეს პარაზე მოგახსენებთ, ესპანელ მსაჯზე, რომელმაც 1 ნოემბერს, „ხიმნასტიკი“ – „პონფერადინას“ მატჩზე ისეთი ფინტი ჩაატარა, ნეიმარი და მესი ფეხბურთში შემთხვევით მოხვედრილებად მოგეჩვენებათ.

არც ნეიმარს და არც მესის გაგორებული ბურთი ფეხშეუხებლად ჯერ არ მოუბრუნებიათ. ლოპეს პარამ კი მოაბრუნა. დიახ, შორიდან, ფეხშეუხებლად, ერთი დასტვენით.

94-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, პონფერადინელმა ანდრეს გომესმა გაიტანა, მაგრამ  მსაჯმა ცარიელ კარში მიმავალი ბურთის დანახვაზე დაუსტვინა და თამაში დაასრულა. მიეხალნენ პონფერადინელები მსაჯს, მაგრამ ამაოდ –  ჩაბერილს უკან ხომ აღარ ამობერავდა.

პსჟ-ს ფულიანმა პატრონმა არ გაიგოს ლოპეს პარა ფეხდაუკარებლად რომ აკეთებს ფინტებს, თორემ ნეიმარს გააგდებს და პარას იყიდის.

წილი
წინა სტატიაარის ასეთი გაზეთი
შემდეგი სტატიანადალი თხემზე წამოჯდა
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.