გასულ უქმეებზე ევროფეხბურთში ხელჩართულობის ტური იყო. ინგლისში და ესპანეთში ორ ფეხბურთელს სახეში არასწორი ხელი მოხვდა.

პრემიერლიგაში  „უოტფორდი“ – „სტოკის“ მატჩის ბოლო წუთზე  სტუმარ-მასპნძელი შეიბნენ. ერთი ბეწო სტოკელი ჯო ალენი უვეებეს უოტფორდელ ტროი დინის არ დანებდა… შედეგად, მართალია, ვეება დინიმ ალენს კინაღამ ყბა ააგლიჯა და მიწასაც მოსწყვიტა, მაგრამ სტოკელიც არ გამოდგა ჯაბანი. ტროი დინის ბრალეულობა მსაჯებმა  უკვე დაადასტურეს და  სავარაუდოდ სამმატჩიან უქმობას გამოუწერენ. „ასეთი ბედი მაქვს – იხუმრა ალენმა – ყოველთვის არასწორ ადგილას ვხვდები“.

უბედობას  ვერა, უგოლობას კი დაუტყვია ხელი კრიშტიანუ რონალდუს ნერვებისთვის.  ჩვეულად ვეღარ გააქვს და სადაც ფეხს ვეღარ უმარჯვებს, იქ ხელებს იქნევს. „ჟირონასთან“ წაგებულ მატჩშიც მეტოქე პერე პონსს ხელუკუღმა მიარტყა, თუმცა მსაჯმა ვერ დაინახა და ეგებ დაგვიანებულ სასჯელსაც გადაურჩეს.

ფიფას გამოკითხვით ზედიზედ ორგზის ( 2016, 2017) საუკეთესოს ამ სეზონში ცუდი დახლი დაუდგა – მხოლოდ ერთი გაიტანა პრიმერაში და 12 – გოლიან მესის რაღას დაეწევა.

 

წილი
წინა სტატიაფეხბურთი, ხელბურთი, თავბურთი…
შემდეგი სტატიარატომ აკენწლეს არტურო ტივით ?
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.