ვისი ბრალია? – იკითხა „ლუცერნის“ მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა, როცა მიჯრით ორი მარცხის შემდეგ გუნდს ცხრილის ბოლოში მიაგნო.
ცოლების! – უპასუხა მანვე კითხვას ისე, რომ მიზეზის მისგანებად რაფაელ ბენიტესივით ბლოკნოტში ქექვა არ დასჭირვებია.
ბაბელი ფეხბურთელების გასავათებას მათ ქალფრენდებს აბრალებს, კაცები ცოტა ხნით დაასვენეთო.
„მომდევნო მატჩისთვის ძალიან მოკლე დროში ასი პროცენტით უნდა აღიდგინონ ძალები. ცოლები დროებით დაოკდნენ. ისე არ გამიგოთ თითქოს ფეხბურთელებს სექსს ვუკრძალავდე, პირიქით, მომხრეც ვარ თუ ენერგიას მატებთ.
ზედმეტად ნუ აწანწალებთ ქმრებს საყიდლებზე და კინოებში. მათ კარგი კვება და ჯანსაღი ძილი სჭირდებათ.
როგორმე ფორმაში უნდა ჩადგნენ და უკეთესად ათამაშდნენ„ – თქვა „ლუცერნის“ მწვრთნელმა.