კვირას, ერნესტო ვალვერდემ, ბილბაოში 2:0 გამარჯვების შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელები ძალების აღსადგენ ვარჯიშზე დაიბარა, სადაც მათ ნეიმარის ნაცნობი სახე შეეგებათ. ბრაზილიელი საფრანგეთის ჩემპიონატში დისკვალიფიცირებული იყო, “პარი სენ ჟერმენმა” “ნიცას” 3:0 მის გარეშე მოუგო, ნეიმარმაც დრო იხელთა და ბარსელონაში ძველი თანაგუნდელებისკენ გასწია.

“ბლაუგრანა” სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, პირეოსში, “ოლიმპიაკოსთან” სათამაშოდ ემზადება, “პარი სენ ჟერმენი” კი იმავე დღეს “ანდერლეხტს” მასპინძლობს.

წილი
წინა სტატიასახალხო ჩელე
შემდეგი სტატიაპიკე ლონდონში
გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.