საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში „ტულონმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და 41:24 დაამარცხა. მამუკა გორგოძემ ტულონელთა შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად და ჩვეულ, უმაღლეს დონეზე ითამაშა. სტუმართა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში კი კარლენ ასიეშვილი იყო. 32-ე წუთზე ასიეშვილს ტულონელ ოპონენტ ვან დერ მერვესთან მცირე კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც ორივე გაასინბინეს. მეორე ტაიმში კი, 57-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების მარცხენა ბურჯმა ლელო დადო. ეს მისი მეორე ლელოა საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში.

ამ გამარჯვებამ „ტულონი“ ცხრილის მე-3 საფეხურამდე დააწინაურა, „ბრივი“ კი კვლავაც ერთპიროვნული აუტსაიდერია.