სწორედაც რომ მჭადი და ყველივითაა ეს დალოცვილი ფეხბურთი და გულშემატკივარი,ორივე ძნელად წარმოსადგენია ერთმანეთის გარეშე. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც ხდება. აგერ, ამას წინათ, სეპარატისტულ რელსებზე შემდგარი კატალონიის გამო, ბარსელონა ლას პალმასს უმაყურებლოდ გაუსწორდა. ისიც მართალია, ქართულ მოედნებზე(ან მათ მსგავსზე) უფრო ხშირად პასი მომე, შეჩემა რომ ისმის მაყურებელთა შეძახილების ნაცვლად და ისიც – მჭადი ხანდახან უყველოდაც რომ მიგვირთმევია, მაგრამ, ფაქტია: ზოგადად ერთმანეთისთვისაა და ერთი მთლიანი ცნებაა ფეხბურთი და ქომაგი…

აგერ,იტალიაში გულშემატკივარი ანტისემიტური კამპანიისთვის იყენებს ფეხბურთს. ლაციოს ულტრასებმა პროფაშისტური გამოხტომებით დიდი სკანდალი გააღვივეს.
ლაციოს ფეხბურთელები წინასამატჩო მოთელვისას ანა ფრანკის ფოტოიანი მაისურებით გავიდნენ მოედანზე, ამის დამნახავმა ტიფოზებმა, თავიანთი გუნდის ფეხბურთელთა პოზიცია სულ ბანერებზე დაიკიდეს და ფაშისტური სიმღერები შემოსძახეს… ასეთია დღევანდელი რეალობა, ასეთი შეშლილია დღეს მსოფლიო და ამ ყოველივეზე ფიქრისას, ძველ კეთილ დროში, ძველ ალმანახში წაკითხული, იმ ალმანახზე უფრო ძველი პეწიან-ბრიტანულ-ქომაგური ამბავი გამახსენდა…

სმაიდლი 30 წლის განმავლობაში არსენალის თავგადაკლული ფანი იყო და იმ დროისთვის აღიარებული გახლდათ ის ამბავი, რომ მას საყვარელი გუნდის არც ერთი თამაში არ ჰქონდა გამოტოვებული… თუმცა, სამადლობელ სიტყვაში თვალცრემლიანმა ჯონმა აღიარა, რომ ქომაგურ კარიერაში ორი გაცდენა ჰქონდა. პირველ შემთხვევაში სმაიდლს ნისლში გზა აბნევია და სტადიონისთვის ვერ მიუგნია, მეორედ კი, ამ ამბიდან ექვსი წლის თავზე არსენალი – ბლექპულის მატჩის მხოლოდ მეორე ტაიმს მიასწრო, იმიტომ რომ იმ დღეს იქორწინა…
ამ ამბის მერე თავისი არსით ჩემთვის ფეხბურთი სწორედაც რომ ნისლიან ამინდში სტადიონისკენ მიმავალი გზაა…ჰიტლერ კაპუტ, ბატონებო