გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. ჩვენებმა ჯერ ლატვიას მოუგეს 1:0, დღეს კი მონტენეგრო დაჩაგრეს და 2:0 სძლიეს.

ჰოდა, დარჩენილი მატჩი იტალიასთან, 30 ოქტომბერს რომ იქნება, სალაღობოა და მხოლოდ პირველ-მეორე ადგილების ბედს გაარკვევს. ჩვენ თუ გვკითხავთ, ყველაზე საინტერესო თამაში სწორედ პატარა „სკუადრასთან“ იქნება, რადგან ქართველების რეალური ძალა გამოჩნდება.

მოგებაცაა და მოგებაც, ქართველებმა წინ არაფერი შეაქმნევინეს ექს-იუგოსლავიელ ჭაბუკებს, რომლებიც მხოლოდ ფეხებისა და მუჯლუგუნების ქნევით გამოირჩეოდნენ. ვინ უხეშობს? ვინც ფეხბურთის ვერ თამაშობს. ამ ყველაფერმა კი ის მოიტანა, რომ მონტენეგროელი ფეხბურთელი პირველი ტაიმის ბოლოს გააძევეს. ჯერ 11 კაცით ვერ ამტვრევდნენ კრამიტებს და კაცნაკლულებს რა უნდა ექნათ?!

მაგარი იყო ორივე გოლი. პირველი ისევ ცოტნე კაპანაძის ფლანგური გარღვევიდან დაიწყო (ლატვიასთანაც ასე იყო), პასი გიორგი გულიაშვილს, მან კი ზურიკო დავითაშვილს დაუგორა და პატარა “აბრეზასაც” კარგად მოაჯდა ბურთი ფეხზე.

მეორე გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა. ხანგრძლივი შეტევა იყო, ბოლოს დავითაშვილმა დაუგორა კვარაცხელიას და მანაც შორეულ კუთხეში ტექნიკურად აჭრა.

კარგი თაობაა და ადრეც ვთქვით, რომ ნემსაძის ნამუშევარი ჩანს. სათამაშო დისციპლინა კარგ დონეზეა. ველოდებით იტალიასთან თამაშს, ყველაზე საინტერესო მგონი ეგ უნდა იყოს.

სანამ ჩვენების მოგებას ვნახავდით, იტალიამ ლატვიას 1:0 მოუგო.

საქართველო 2:0 მონტენეგრო  ?

საქართველო: ხარშილაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აბზიანიძე (ლორთქიფანიძე 64), კაპანაძე, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, დავითაშვილი (მოისწრაფიშვილი 80+3), კვარაცხელია, გულიაშვილი (გაგუა 73)

გოლები: დავითაშვილი (28), მოისწრაფიშვილი (46)

იტალია            2      2     0     0      4:0     6

საქართველო    2      2      0      0      3:0    6

მონტენეგრო     2      0      0      2      0:5    0

ლატვია            2     0      0     2      0:2      0

 

წილი
წინა სტატიადა გაზა წოლილა სამ მის მსოფლიოსთან?
შემდეგი სტატიამოგზაურობა არსაით
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.