ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნდა და მალე გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს. მაგრამ იბრა რისი იბრა იქნებოდა, ხმაურიანად არ დაბრუნებულიყო. ბოსნიელმა შვედმა ჯერ გვარიანდ იოხუნჯა გასახდელში, შემდეგ კი საკუთარ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თანაგუნდელებთან: ერიკ ბაილისთან და დავიდ დე ხეასთან ერთადაა აღბეჭდილი. მაგრამ ჰოი საოცრებავ, გამოქვეყნებისთანავე იბრა ვისღა ახსოვდა, ყველა ბაილის ნეკა თითზე გადაირია.მანჩესტერის ქომაგებმა კომენტარები არ დააყოვნეს და რაღა არ უწოდეს ბაილის. ზოგი გაკვირვებას ვერ ფარავდა, ზოგმა სატანისტადაც  მოიხსენია. ერთმა კი დაწერა: რას ამომბობთ ხალხნო, ვითომ ეს სასაცილოაო… მოკლედ, დიდი ამბებია მანჩესტერში.

იბრაჰიმოვიჩს წლეულს მაისში პიტსბურგში გაუკეთეს მუხლის წარმატებული ოპერაცია, რის შემდეგაც მისმა ქირურგ-ორთოპედმა თქვა: საოცარი ჯანმრთელობა აქვს და კიდევ დიდ ხანს ითამაშებსო.