მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ფრანგი კრისტოფ დუგარი ბრაზილიელ ნეიმარზე ცუდი აზრისაა. როდესაც 45 წლის ყოფილ ბარსელონელს 25 წლის ყოფილი ბარსელონელის შესახებ ჰკითხეს, მან გაღიზიანება ვერ დამალა. მიზეზი კვლავ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურის შეხვედრა გახლდათ, სადაც “მარსელმა” და “პარი სენ ჟერმენმა” 2:2 ითამაშეს. ნეიმარმა ამ მატჩში მარსელელთა კარში ერთი გოლი გაიტანა, თამაშის მიწურულს კი მოედნიდან გააძევეს.

კრისტოფ დიუგარი

“ნეიმარი ისე იქცეოდა, გეგონება სახლში იყო ან მეგობრებთან ერთად მინის თამაშობდა. ის პროვოკატორობდა. მეტოქის კარიდან 45 მეტრში დგებოდა და მოწინააღმდეგეებს იქ ელოდებოდა სამატაოდ. ეს უაზრო დამოკიდებულებაა. სად დაიკარგ ის ნეიმარი, რომელიც “პარი სენ ჟერმენში” ჩატარებულ პირველ შეხვედრებში, ერთი-ორი შეხების შემდეგ კარში არტყამდა ან აჩქარებას რთავდა? კვირას მისი ატანა შეუძლებელი იყო. ასეთი თამაში სიამოვნებას ვერ მოგანიჭებს. თითქოს ძმაკაცებთან ერთად პარკში დგასო, თანაგუნდელებს საერთოდ არ უწევდა ანგარიშს. მისი შესრულებით ასეთი ცუდი ფეხბურთი არასდროს მინახავს,” — თქვა დიუგარიმ.

“მარსელისა” და “პარი სენ ჟერმენის” შეხვედრას წინ ქომაგების და პოლიციელების შეტაკება უძღოდა

 

წილი
წინა სტატიააპატიმრებენ… როკი ბალბოას
შემდეგი სტატიანისლში დანახული ანა ფრანკის სახე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.