როგორ პოულობს ეს ხალხი იმხელა ლონდონში სადღაც, თავის საქმეებზე მოხეტიალე ადამიანს, გასაკვირია პირდაპირ. ინგლისელ პაპარაცებზე მოგახსენებთ. ეს ცნობა მათზე უფროა, ვიდრე “რეალის” კაპიტანზე, სერხიო რამოსზე. რამოსს განსაკუთრებული არაფერი უქნია: ფიფას გალა-წარმოდგენისა და საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ პირდაპირ აეროპორტში არ გავარდა, გულის სწორ პილარ რუბიოსთან ერთად ერთი დღით ინგლისის დედაქალაქში დარჩა და რესტორანში ისადილა — სულ ეს იყო. პაპარაცებმა კი იპოვნეს, ფოტო გადაუღეს და სურათს პატარა ტექსტი შემოუწყვეს: სერხიო და პილარი მესამე შვილს ელოდებიანო; რამოსი ცერემონიალზე იმიტომ იყო, რომ წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდაო; მადრიდელების მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა თქვა, ეგ ჩვენი კაპიტანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურააო და ამბავიც გამოცხვა.

კიდევ, რამოსმა ეს ფოტო ინსტაგტამზე დადო და მიაწერა: სადილი ჩემს საყვარელ ქალთან.

VIDEO სერხიო რამოსი პილართან მოულოდნელად სტუდიაში შევიდა

წილი
წინა სტატიარვა სურათი განგსტერის ცხოვრებიდან
შემდეგი სტატიაძნელი საქმეა ინგლისელობა
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.