ბოლო წლებში ესპანელი არბიტრების შეცდომებზე ბევრს ლაპარაკობენ. როგორც ჩანს, ევროპის ამ ქვეყანაში ფეხბურთის დონემ მსაჯობისას ძალიან გაასწრო. მაგალითად გასული უქმეები, ლა ლიგას მეცხრე ტურიც კმარა. შაბათს, “ბარსელონამ” “მალაგას” კარში პირველი გოლი (შეხვედრა დასრულდა 2:0) წესების აშკარა დარღვევით გაიტანა — ლუკას დინიემ ჟერარდ დეოულოფეუს საგოლე პასი მოედნის გარედან ჩააწოდა, რაც მსაჯებმა ვერ დაინახეს.

კაზემიროსთვის წითელ-ყვითელი ბარათები უცხო არ არის. Marca-ს ფოტოები

კვირას, “რეალისა” და “ეიბარის” შეხვედრაში კი მადრიდელმა კაზემირომ სტუმართა იაპონელ ფლანგელს ტაკაში ინუის საჯარიმოში ტერფზე ფეხი დააბიჯა და წააქცია. ამ ეპიზოდში პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ არბიტრმა თამაში არ გააჩერა. ამ დროისათვის ბრაზილიელს უკვე ჰქონდა ყვითელი ბარათი.

“რეალმა” “ეიბარს” 3:0 მოუგო.

ცხრა ტურის შემდეგ 25 ქულით ლიდერობს “ბარსელონა”. 21 ქულით მეორე ადგილზეა “ვალენსია”, 20 ქულით მესამეზეა “რეალი”.

წილი
წინა სტატიაორი წამი და მთავარი
შემდეგი სტატიანეიმარი ჯოჯოხეთში მოხვდა
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.