„მეხეილ მესხზე“ და „დავით პეტრიაშვილზე“  ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება. 24 ოქტომბრიდან თბილისში ურთიერთობას იტალია, ლატვია, მონტენეგრო და საქართველო გაარკვევენ. ჩვენების მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გახლავთ, ვინც გუნდი 2017 წლის დასაწყისში ჩაიბარა და ჯერ ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 15 მატჩი ჩაატარა და შვიდი მოიგო. მოგებული თამაშების კვალდაკვალ გია ნემსაძის შეგირდებმა კიევში, ბანიკოვის თასის გათამაშებაში გაიმარჯვეს.

ჩვენებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს  ბელარუსი, უკრაინა, ესტონეთი და ისრაელი. გაიტანეს 12 და მიიღეს 4 გოლი. გუნდის ბომბარდირები ზუკა დავითაშვილი (სულიკო დავითაშვილის ვაჟი) და ხვიჩა კვარაცხელია არიან. მათთან ერთად კი გიორგი ნემსაძემ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ეს ბიჭები გამოიძახა.

მეკარეები: ლუკა კუტალაძე, ლუკა ხარშილაძე (ორივე – თბილისის დინამო);

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ირაკლი აზაროვი, ანზორ მექვაბიშვილი (ორივე – დინამო), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო),  ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: გიორგი ლომთაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი (ორივე – დინამო), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ცოტნე ჩოთალიშვილი, შოთა ნონიკაშვილი (ორივე – საბურთალო), ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), დავით ლორთქიფანიძე (ვალგობია ძანანო, იტალია),

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი, ელგუჯა ჯანგველაძე, ხვიჩა კვარაცხელია (სამივე -დინამო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

საქართველო პირველ მატჩს 24 ოქტომბერს „მიხეილ მესხზე“ ლატვიასთან გამართავს.შემდეგ, იქვე ჩვენები მონტენეგროს დაუპირისპირდებიან, ბოლოს კი ისევ „მიხეილ მესხზე“ იტალიასთან ითამაშებენ. საქართველოს მატჩები 24 და 27 ოქტომბერს 18 საათზე დაიყება, 30 ში კი 17 საათზე. ტურნირზე დასწრება თავისუფალი იქნება.

წილი
წინა სტატიავის დასცინის გარი ჰარით ?
შემდეგი სტატიაენგო მოკვდა, გაუმარჯოს ენგოს!
კობა ინასარიძე
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.