23 ოქტომბერს, ლონდონში, დიდი სანახაობაა – ფიფა 2017 წლის საუკეთესოებს დაასახელებს. ორშაბათის გალა-დაჯილდოება „პალადიუმის“ თეატრში გაიმართება. მსოფლიოს რჩეულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
⚽ საკუთესო ფეხბურთელი ქალი
⚽ საუკეთესო ფეხბურთელი კაცი
⚽ საუკეთესო მწვრთნელი ქალი
⚽ საუკეთესო მწვრთნელი კაცი
⚽ საუკეთესო მეკარე
⚽ საუკეთესო გოლი – პუშკაშის თასი
⚽ ფეარ პლეის ჯილდო
⚽ საუკეთესო ქომაგი
⚽ ფიფა პრო 11-ის გამარჯვებული
ფეხბურთელთა და მწვრთნელთა შორის საუკეთესოებს ქომაგები, ეროვნული გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები შეარჩევენ, დანარჩენებს კი ფიფას სპეციალური კომისია გამოავლეს.

საქართველოდან ფიფას გამოკითხვაში მონაწილეობა ტრადიციულად „სარბიელმა“ მიიღო. საუკეთესოთა ჩვენეული ვერსია ასეთია

საუკეთესო ფეხბურთელი კაცი
1. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალიის ნაკრები, მადრიდის რეალი)
2. ნეიმარი (ბრაზილიის ნაკრები, ბარსელონა, პსჟ)
3. მარსელო (ბრაზილიის ნაკრები, რეალი)

საუკეთესო მწვრთნელი კაცი
1.იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები)
2. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი, რეალი)
3. ლეუნარდუ ჟარდიმი (პორტუგალია, მონაკო)

კარლი ლოიდი, აშშ

საუკეთესო ფეხბურთელი ქალი
1. კარლი ლოიდი (აშშ ნაკრები, ჰიუსტონი, სიტი,)
2. ლიეკე მარტენსი (ჰოლანდიის ნაკრები, ბარსელონა)
3. დეინა კასტელიანოსი (ვენესუელას ნაკრები, სანტა კლარიტა)

საუკეთესო მწვრთნელი ქალი
1. ემა ჰეისი (ინგლისი, ჩელსი)
2. სარინა ვაიგმანი (ჰოლანდიის ნაკრები)
3. ნილს ნიელსენი (დანიის ნაკრები)

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა თავის რჩეულები ასეთი თანამიმდევრობით ჩამოწერა

საუკეთესო ფეხბურთელი
1. ლიონელ მესი (არგენტინის ნაკრები, ბარსელონა)
2. კრიშტიანუ რონალდუ
3. ლუკა მოდრიჩი (ხორვატიის ნაკრები, რეალი)

ინგლისელი ემა ჰეისი, “ჩელსიდან”

საუკეთესო მწვრთნელი
1. ზინედინ ზიდანი
2. ანტონიო კონტე (იტალია, ჩელსი)
3. ჟოზე მოურინიუ (პორტუგალია, მანჩესტერი)

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ კი არჩევანი ამათზე შეაჩერა

საუკეთესო ფეხბურთელი
1. კრიშტიანუ რონალდუ
2. ლიონელ მესი
3. ნეიმარი

საუკეთესო მწვრთნელი
1. ზინედინ ზიდანი
2. დიეგო სიმეონე
3. პეპ გვარდიოლა

ფიფას გალა-დაჯილდოება 23 ოქტომბერს თბილისის დროით 22.00 საათზე დაიწყება და 2286 – ადგილიან „პალადიუმის“ თეატრიდან მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

წილი
წინა სტატიაეს წელი შავი იქნება
შემდეგი სტატიაორი წამი და მთავარი
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.