ბრაზილიელი ნეიმარის და ურუგვაელი კავანის კინკლაობა, ალბათ, გახსოვთ – პენალტის დასარტყმელად ბურთი რომ ვერ გაიყვეს. ეს ამბავი სექტემბერში „ლიონთან“ მატჩისას მოხდა…
ცოტა ხნის წინ ესპანურ რადიო „მარკას“ სტუმრად ჰყავდა „მალაგას“ ( 1999-2003 ) ყოფილი მეგოლე დარიო სილვა, რომელსაც 2006 წელს მონტევიდეოში ავარიის შემდეგ მუხლს ქვემოთ ფეხი მოაჭრეს.
რადიო – ინტერვიუში კი სილვას ნეიმარ-კავანის ამბავზე ჰკითხეს, რაზეც ურუგუაელმა მიუგო, ნეიმარს იგივე ჩემთან რომ გაეკეთებინა, ჯერ ისევ საოპერაციოში იქნებოდაო. გადარჩენილა ნეიმარი და ეგაა…