უეფამ წინა ევროტურნირების ფინანსური შედეგები შეაჯამა და რამდენიმე საინტერესო ფაქტიც დააფიქსირა.
ჩემპიონთა ლიგა ( 2016-17 )„რეალმა“ მოიგო და უეფასგან 81 მილიონი ევროც მიითვალა, მაგრამ, 700 ათასით მეტი აუღია „ლესტერს“, რომელიც მეოთხედფინალში „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა.
„ლესტერს“ მეტობა სატელევიზიო და სარეკლამო შემოსავლებში მოუგროვდა და ამით გადაასწრო „რეალს“.
ფინალში წაგების მიუხედავად, 110 მილიონ 400 ათასი ევროთი პირველ ადგილზეა „იუვენტუსი“.
„ბაიერნთან“ მერვედფინალში 2:10 ( ორ მატჩში ) დამარცხებულმა „არსენალმა“ 64 მილიონ 600 ათასის მოხვეჭა მაინც მოასწრო – კლასი მაინც სულ სხვაა.
„სელტიკმა“ ჯგუფიდან გაუსვლელად 31 მილიონ 700 ათასს მოუყარა თავი, ხოლო ევროპის ლიგის გამარჯვებულ „მანჩესტერს“ 44 მილიონ 500 ათასი ერგო.