ინგლისში ძველი ჭკუისა და ჯიშის ფანებს ეტყობა ვერაფერი გადააგვარებს. ევროპის თასზე, “ევერტონისა” და ლიონის” შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 1:2 წააგეს, მთავარი ამბავი 66-ე წუთზე მოხდა: მასპინძელი ეშლი უილიამსი მაღალი ბურთისთვის გამეტებით ახტა და ფრანგული გუნდის მეკარე ანტონი ლოპესს დაეჯახა — კუთხურის ხაზს იქით გადააგდო, რასაც ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა მოჰყვა. მაგრამ, ეს არაფერი. ასეთი რამ ხშირად გვინახავს.
შემაშფოთებელი ის იყო, რომ მოთამაშეებს შორის ძიძგილაობა კარსუკანა ტრიბუნასთან მოხდა, რამაც მაყურებლის ერთ ნაწილს საქმეში ჩარევა და ფრანგების ცემა აფიქრებინა. თუმცა, მთავარი ესეც არ ყოფილა. უმთავრესს ახლა გეტყვით: ერთ-ერთმა ლივეპრულელმა ქომაგმა “ბაყაყიჭამიების” ცემა ცალი ხელით მოინდომა, მრადგან მეორეში… საკუთარი ჩვილი ეჭირა.
ფანების საქციელის გამო უეფა “ევერტონს” სავარაუდოდ დასჯის.