ტურიდან, რომელიც კალენდრის მიხედვით 23 დეკემბერს უწევს, მეორე დღისთვის ერთი თამაშიც არ გადააქვთ. არადა, ტელევიზიისთვის რა მსუყე ლუკმა იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ?!

ვინ იფიქრებდა, რომ „ლივერპულის“ სტუმრობას ლონდონში, „არსენალთან“, ოცდაოთხში არ გადასვამდნენ, მაგრამ, დაუჯერებელი რამ მოხდა — ეს მატჩი ერთი დღით ადრე, 22 დეკემბერს შედგება.

ამრიგად, 24 დეკემბერს პრემიერლიგაში სიმშვიდეა. გულშემატკივარი მეტ-ნაკლებად  ელოდა კიდეც სიმშვიდეს, მაგრამ მხოლოდ საღამოს საათებში. პრემიერლიგის შეფებს სიტყვა ჰქონდათ ნათქვამი, რომ შობის წინ თამაშს 16 საათზე გვიან არ დანიშნავდნენ, მაგრამ როგორც ხედავთ, პირობა „გადაჭარბებით“ შეასრულეს. ლიგის აღმასრულებელ თავმჯდომარეს, რიჩარდ სკუდემორს ამისათვის ტელეარხების წინაშე მადლობებად დაღვრა მოუხდა.

რაც შეეხება ცნობილ „ბოქსინგ დეის“ ანუ 26 დეკემბერს, გრაფიკი აქაც შეღავათიანია: ეგრეთწოდებულ ლანჩზე (12:30) „საუთჰემპტონი“ „ტოტენჰემს“ ესტუმრება და საღამოს „ლივერპული“ „სუონსის“ უმასპინძლებს.

ძველი ინგლისური ტრადიცია კი ასეთი იყო: შობის წინა დღეს ყველა გუნდი თამაშობდა და ორი დღის მერე, „ბოქსინგ დეიზე“, იმავე წყვილებში სტუმარ-მასპინძელი იცვლებოდა. მაგრამ, ის დრო კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა.

„არის საშიშროება, რომ ზოგი სტუმარი გულშემატკივარი შობის შესახვედრად შინ დაბრუნებას ვერ მოასწრებს,“ — თქვა სკუდემორმა.

ეს რაზე დაუწყიათ ზრუნვა ლეგენდარული ფანების ქვეყანაში.