…როგორც ამბობენ, დასასრული ყველაფერს აქვსო და შაბათის საღამოს „იუვენტუსის“ 2-წლიანი, ძლევამოსილი, 41-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერიაც შეწყდა – „ბებერი ქალბატონი“ იტალიის მიმდინარე სერია A-ს მე-8 ტურში რომის „ლაციომ“ შეაჩერა.
„იუვე“, ტურინში, ბოლოს 2015 წლის აგვისტოს მიწურულს დამარცხდა „უდინეზესთან“. მას შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატში, თასსა თუ ევროტურნირზე საშინაო მატჩი არ წაეგო.
არადა, სიმონე ინძაგის გაწვრთნილ „ლაციოსთან“ მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს ბრაზილიელი დუგლას კოშტას გატანილი გოლით, თუმცა მეორე ნახევარში იტალიისა და რომაული კლუბის ფორვარდმა ჩირო იმობილემ ბენეფისი მოიწყო და ჯანლუიჯი ბუფონს ორჯერ გაუტანა.
და მაინც, მასპინძლებს შეეძლოთ წაუგებელი სერია გაეგრძელებინათ, მაგრამ არგენტინელმა პაულო დიბალამ დააღალატა ტურინელები – 95-ე წუთზე „ლაციოს“ ალბანელმა მეკარემ თომას სტრაკოშამ დიბალას პენალტი აუღო.
1:0 დუგლას კოშტა (23), 1:1, 1:2 იმობილე (47, 54პ)
დიბალამ ვერ გაიტანა პენალტი (95, მეკარე)
„იუვენტუსი“: ბუფონი, ლიხტშტაინერი (სტურარო 73), ბარძალი, კიელინი, ასამოა, ხედირა (დიბალა 65), ბენტანკური, მატუიდი, დუგლას კოშტა (ბერნარდესკი 54), იგუაინი, მანჯუკიჩი
„ლაციო“: სტრაკოშა, ბასტოსი, დე ვრეი, რადუ, მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (პატრიკი 84), ალბერტო (ნანი 72), იმობილე (კაისედო 76)