ცხადია, დღევანდელი სერბული პრესის მთავარი თემა საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება და ქვეყნის ნაკრების რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა იყო. შეგახსენებთ, სერბებმა 9 ოქტომბერს ალექსანდრ პრიოვიჩის ერთად-ერთი გოლით საქართველოს ნაკრები დაამარცხეს. შეხვედრა უგოლო დასასრულისკენ მიდიოდა, თუმცა სწორედ ამ დროს ივარგა ჯერ ბრონისლავ ივანოვიჩმა და შემდეგ ხსენებულმა პრიოვიჩმა. ერთის პასით მეორემ სერბეთს მსოფლიო ჩემპიონტის საგზური დაუბევა.
გაზეთ „კურიერის“ პირველი გვერდი სწორედ პრიოვიჩის ფოტოთი არის დამშენებული, რომელსაც ასეთი მინაწერი ახლავს – „ჩვენი გმირი! მან სერბეთს რუსეთის საგზური გაუნაღდა. პრიოვიჩმა დაწერა ისტორია. საქართველოსთან დაძაბული მატჩის 74-ე წუთზე მან გაიტანა უმნიშვნელოვანეს გოლი და ხალხი სიხარულისგან ლამის ჭკუიდან გადიყვანა“.
ბანიალუკა, არის ქალაქი, სადაც სერბი ნაციონალისტები სჭარბობენ და მთელს სერბეთში ყველაზე დიდი ზეიმი სწორედ ამ ქალაქში ყოფილა. იგივე გაზეთი წერს: „მსოფლიო, უფრთხილდი მუსლინის გუნდს!“ იგივე „კურიერი“ აქვეყნებს სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის მილოცვას.
სერბეთში არის ხალხის კატეგორია, რომლებიც ზღვარგადასულად მიიჩნევენ იმ ამბავს, რომ ფეხბურთელთა ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ასეთი ზარ-ზეიმით აღინიშნა. ბევრი ამბობს, რომ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთის კალათბურთის, წყალბურთისა და სხვა სახეობათა გუნდებიც მონაწილეობენ, ახლახან ფრენბურთში სერბეთის ქალთა ნაკრები სულაც ევროპის ჩემპიონი გახდა, თუმცა ასეთი წარმატების მიუხედავად, ფოიერვერკის გაშვება არავის აზრად არ მოსვლია, როგორც ეს საქართველოსთან მატჩის შემდეგ „რაიკო მიტიჩზე“ მოხდა.
„სპორტსკი ჟურნალი“ ასევე ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვებს აქვეყნებს. ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობს: „ბრავო! სამშობლოსთვის სწორედ ასე უნდა ვიბრძოლოთ!“
ამავე გაზეთის ფურცლებიდან ულოცავს სერბეთს წარმატებას ვლადიმერ ვაისი და ამბობს, სერბეთმა მუნდიალი დაიმსახურა!
ჟურნალისტები კი წერენ , რომ სერბებმა ქართული ჩაი მირთვეს, რომელიც ძალიან ტკბილი იყო.