იმ შედეგს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ფარერების კუნძულებზე დაფიქსირდა სამარცხვინოც აღარ ჰქვია – საქართველოს 21-წლადელებმა ადგილობრივი თანატოლებიგან სამი გოლი მიიღეს. ერთიც, მასპინძლებმა, თავიანთ კარში გაიტანეს და გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 3:1 დაამარცხეს. ხაზგასმით ვთქვათ – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ფარერებთან 3:1 წააგო.
შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი ერთი თვის წინ გორში, პოლონელ თანატოლებთან 0:3 დამარცხდა, რამდენიმე დღის წინ კი დანიაში 2:5 დათმო. ცხადია, გეგუჩაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის უიმედო აუტსაიდერია.
ევრო 2019
U-21. შესარჩევი ეტაპი. III ჯგუფი. III ტური
10 ოქტომბერი. ტორშავნი. 20:30. „ტორშვიოლური“. 200 მაყურებელი
ფარერები (U-21) 3:1 საქართველო (U-21)
1:0 ოლსენი (22), 2:0 თომსენი (26), 2:1 იაკობსენი (29ს.კ.), 3:1 იაკობსენი (39)
ფარერები: კ. ჰანსენი, მაგნუსონი, პეტერსენი (ნიკლასენი 90), ვარდუმი, ჰეინესენი, ბ. ჰანსენი (ანდრეასენი 63), ბიარტალიდი (ი.ოლსენი 70), ედმუნდსონი, იაკობსენი, მ. ოლსენი, თომსენი
მწვრთნელი: ელი ჰენტცე
საქართველო: კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, მოხევიშვილი (ბერიძე 67), არაბიძე, არველაძე (კოხრეიძე 46), მიქელთაძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ედმუნდსონი, მ. ოლსენი, ჰეინესენი
მსაჯი: ფარუჯა ტრუსტინი (მალტა)
კარში დარტყმა – 6 (3) : 22 (1), ჯარიმა – 17 : 7, კუთხური – 1 : 9, თამაშგარე – 1 : 3
1.დანია 4 4 0 0 19:2 12
2.პოლონეთი 3 2 1 0 8:3 7
3.ფარერები 4 1 1 2 4:8 4
4.ლიტვა 3 1 0 2 3:8 3
5.ფინეთი 3 0 2 1 4:9 2
6.საქართველო 3 0 0 3 3:11 0