ბელგრადი ცხოვრების მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ნაკრები სერბეთთან, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოლოს შესარჩევი თამაშისთვის ბელგრადს ეწვია. მატჩი ხვალ „რაიკო მიტიჩზე“ (იგივე „მარაკანაზე“), ჩვენი დროით 22.45 საათზე  დაიწყება. მასპინძლებისთვის შეხვედრას მნიშვნელოვანიც არ ეთქმის, საქართველოსთან მოგება სერბეთს პირდაპირ უნაღდებს რუსეთის საგზურს და ახლა თავად განსაჯეთ, როგორი მოტივაციით ითამაშებენ ისინი ჩვენების წინააღმდეგ.

„საქართველოს ნაკრებთან ჩვენ შეგვიძლია და უნდა მოვიგოთ კიდეც. მეტოქეს არ ვაკნინებ, მაგრამ 9 ოქტომბრის შეხვედრა ჩვენთვის ცხოვრების მატჩის ტოლფასი იქნება – მოვიგებთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვართ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სერბეთისთვის რთული მატჩი გამოვა. ფეხბურთელების განწყობაზე როგორ უნდა ვიმუშაოთ? რა გითხრათ აბა, მათ ისეც კარგად ესმით ამ შეხვედრის მნიშვნელობა. ჩვენ საქართველოზე კარგი გუნდი გვყავს, თუმცა არც უნდა მოვდუნდეთ, ქართველებს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ  და შეუძლიათ უყურადღებობისთვის დაგვსაჯონ. ქომაგს სტადიონის შესავსებად, ალბათ, მოწოდებაც არ სჭირდება. ჩვენ სერბეთში ზეიმი უნდა მოვაწყოთ“ , – თქვა ავსტრიასთან წაგებული მატჩის შემდეგ სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა სლოვლუბ მუსლინმა.

„რაიკო მიტიჩზე“ საქართველოს ნაკრები დღეს საღამოს ივარჯიშებს, მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი კი პრესკონფერენციას გამართავს. უელსთან მატჩის შემდეგ გუნდს მეკარე ნუკრი რევიშვილი დააკლდა, ვისაც ქუთაისის ტორპედოელი როინ კვასხვაძე შეცვლის. სულ კი ბელგრადში ვაისმა 23 ფეხბურთელი იახლა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი),ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი,დანია)

წილი
წინა სტატიაჩემი კარში შევყარე
შემდეგი სტატიაყველა, როგორც ერთი!
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.