შეცვლების გამომცნობი მწვრთნელებიდან პირველი სკოლარი მახსენდება, მაგრამ ალექსანდრ ლაკაზეტის დედასთან სკოლარი რას მოვა – ქალბატონმა შვილის მომავალი გამოიცნო.

ლაკაზეტის თურმე გული მეკარეობისკენ უწევდა და იდგა კიდეც კარში ბალღობაში, მაგრამ დედას უთქვამს, ეგ ადგილი ხიფათიანი მგონია, ბურთი არ მოგხვდეს, კარიდან გამოდი და შეტევაში წადიო. ან არადა, სულ დაანებე თავიო, ნერვიულობდა მშობელი. აი, რას ნიშნავს დამჯერი შვილი.

დედის რჩევა რომ არ გაეთვალისწინებინა, „ლიონს“ არ ეყოლებოდა ფორვარდი, რომელმაც 7 სეზონში ( 2010-2017)  ჩატარებულ  203 მატჩში 100 გოლი შეაგდო.

ამ სეზონიდან კი ლაკაზეტი ლონდონის „არსენალშია“ და 6 მატჩში ოთხი გაიტანა.

აქ უკვე ვეღარ იტყვი, ფეხბურთი რა ქალის საქმეაო.

 

წილი
წინა სტატიაბაიერნმა ჩემპიონი მეოთხედ გამოიძახა
შემდეგი სტატიავიღაცა ურევს !
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.